კახა კალაძე ამბობს, რომ შესაძლებელი რომ ყოფილიყო აზერბაიჯანიდან გაზის მიღება, მაშინ მას თავად ნაციონალური მოძრაობა გააკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
“მე ვფიქრობ, ალბათ არც წინა ხელისუფლების დროს მოხდებოდა დამატებითი მოცულობების წამოღება რუსეთიდან, აზერბაიჯანს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა. ის მოცულობები, რაც შემოგვაქვს რუსეთიდან, შესაძლებელი ყოფილიყო რომ წამოგვეღო აზერბაიჯანიდან., არ არის ამის საშუალება”, – განაცხადა მინისტრმა.
კახი კალაძის განცხადბებით, გაზპრომთან დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება შევიდა ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით.
გაზპრომთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა ახლაც, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც… გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ, აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
კალაძის თქმით, 2006 წელს იცრუა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც ორ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიღებული გაზი ჩაანაცვლეს აზერბაიჯანისა და ირანისგან მიღებული ბუნებრივი აირით.
კალაძის თქმით, 2006 წელს საქართველო ირანიდან იღებდა 5 მილიონ კუბურ მეტრს, რაც არის 2 საათის მოხმარება მთელი ქვეყნისთვის, აზერბაიჯანიდან – 19 მილიონ კუბურ მერტს, რაც ნახევარი დღის მოხმარებაა, ხოლო რუსეთისგან იღებდა 1 610 მილიონ კუბურს, რაც მთელი მომხარების 99% იყო.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს ომის პერიოდში, საქართველო რუსეთისგან იღებდა 500 მილიონ კუბურ მეტრს, მხოლოდ 2013 წელს არ მიუღია საქართველოს რუსეთისგან დამატებითი მოცულობები.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, როცა საქართველოში შემოვიდა “სოკარი”, ამის შემდეგ აზერბაიჯანულ გაზს მოვიხმართ. მინისტრის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 38%-ით გაიზარდა გაზის მოხმარება, 2015 წელს 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდა.