ახალი ამბები

UK მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს

1 მარტი, 2022 • 1152
UK მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთში ყოფნისას გააკეთა განცხადება, რომ მისი ქვეყანა მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და გაახანგრძლივოს იმ დროით, რამდენითაც საჭირო იქნება.

მისი განცხადებით, რუსეთმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვან საკუთარი სამშობლო.

მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „სიმამაცეს“ და განაცხადა, რომ რუსეთმა არასწორად გათვალა დასავლეთის ერთიანობა.

მისი განცხადებით, სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღდეგაა დაწესებული, ყველაზე მკაცრია, რომელიც ბოლო წლებში რომელიმე ქვეყანას დაუწესდა.

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთსა და რუსეთის მმართველებს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, მათ შორის, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი