“არ მესმის, რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი, როცა აგერ გვაქვს იაფი და სტაბილური აზერბაიჯანული გაზი, რომელმაც დაგვაძლევინა ენეგოდამოკიდებულება რუსეთზე. აქვე უნდა გავისხენოთ, რომ დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილი არის კვლავაც ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი. რუსულ გაზზე დამოკიდებულების აღდგენას უდის როგორც კორუფციული სუნი, ასევე პოლიტიკურ საფრთხესაც შეიცავს”, – ამბობს გიორგი კანდელაკი.
საქართველსოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დივერსიფიცირების მიზნით საქართველო ფიქრობს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე.
“გაზპრომი უკვე არის საქართველოში. ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან, ანუ კომპანია გაზპრომიდან, ეს უკვე წლებია, ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა და, მე ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საკუთარი ბუნებრივი აირი არა გვაქვს. ძირითადი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე ირანთან მიმართებაში”, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს, 9 ოქტომბერს, მარნეულში ახალი ქვესადგურის მშენებლობის გახსნაზე.