ახალი ამბები

რუსეთთან დელიმიტაცია-დემარკაცია დამთავრდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში — ღარიბაშვილი

14 ოქტომბერი, 2021 • 9010
რუსეთთან დელიმიტაცია-დემარკაცია დამთავრდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში — ღარიბაშვილი

“ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში”, — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მოწოდებას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების 54-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა.

“ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარედ ვითარება რჩება შედარებით სტაბილური. რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რასაც მოჰყვება მათი შემდგომი დემარკაცია. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის განცხადებაში ყურადღება მახვილდება საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად განსახილველად გამოტანილ რეზოლუციაზე, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

კრემლის თანახმად, ეს რეზოლუცია “კონტრპროდუქტიული, კონფრონტაციული, ცალმხრივი, რეალობას მოწყვეტილი და ტენდენციურია”.

რუსეთი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს “საზღვრის” დელიმიტაციისკენ მოუწოდებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი