ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოს „პროვოკაციებში“ ადანაშაულებს

16 ივლისი, 2020 • 1184
მოსკოვი საქართველოს „პროვოკაციებში“ ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის პრეს-რელიზში საქართველოს „პროვოკაციებში“ სდებს ბრალს.

განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება, რომ ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეები მიზანმიმართულად კვეთენ რუსეთის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, თვითგამოცხადებული „აფხაზეთის“ და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარს და მათ შორის მოჰყავს 11 ივლისს მომხდარი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიტაცეს. ამასთან ერთად, სამხედროებმა გახელაძე დაჭრეს და მას ცეცხლის გახსნას ედავებიან.

რუსული მხარე თავის განცხადებაში ასევე აცხადებს, რომ საქართველო ამ ყველაფრისგან „სპექტაკლის“ დადგმას ცდილობს და მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, „დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი