“ეს არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი. რეალურად, იდგმება კონკრეტული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის მიმართულებით. იკვეთება რუსეთის მხრიდან დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმა. მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აღიმაღლონ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ფორმალურ და არაფორმალურ მმართველობას დაეკისრება პასუხისმგებლობა”, -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კაკა კალაძე “გაზპრომის” წარმომადგენლებს 25 სექტემბერს შეხვდა ბრიუსელში. ენერგეტიკის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, საუბარი ასევე შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უახლოეს პერიოდში მორიგ შეხვედრას გამართავს “გაზპრომის” წარმომადგენლებთან. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “გაზპრომის” პრესსამსახურში დაუდასტურეს.