ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან დაახლოების პოლიტიკას მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
“მაშინ, როცა ყველა ცდილობს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ჩინეთისგან, საქართველო კვლავ სხვა გზას ირჩევს”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე და ირონიით დასძენს:
“რუსეთის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში, ეკონომიიკური კავშირების გაღრმავება ჩინეთთან, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სწორ გზას ევროპისკენ”.
While everyone else tries to become more economically independent from ??
?? again takes another turn.Helping ?? with circumventing the sanctions, deepening the economic ties with ?? that all looks like the right turn towards Europe / ?? … *irony off* #StandWithUkraine https://t.co/CBrJff8NNm
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) July 31, 2023