ახალი ამბები

გავრილოვი: „ვფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გახდება“

19 მაისი, 2023 • 850
გავრილოვი: „ვფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გახდება“

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ვარაუდობს, რომ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„ვფიქრობთ, რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი გახდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა“, – ამბობს გავრილოვი „როსიისკაია გაზეტასთან“.

მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საშუალებას საქართველოს ხელისუფლების „თავშეკავებული პოზიცია“ იძლევა:

„ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიანიშნებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, [საქართველოს მიერ] დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს ახლო კავშირები აქვთ, საერთო სულიერ-ზნეობრივი ღირებულებები და კულტურა გვაქვს“, – მიიჩნევს რუსი დეპუტატი.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და „რედ ვინგზმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“. 19 მაისს მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისი ჩამოფრინდა.

მოქალაქეები მას პროტესტით დახვდნენ.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი