საზოგადოება

Georgian Airways-ს თბილისი-მოსკოვის რეისებზე ნებართვა მისცეს

16 მაისი, 2023 • 1335
Georgian Airways-ს თბილისი-მოსკოვის რეისებზე ნებართვა მისცეს

კომპანია „Georgian Airways“-ს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა მიეცა.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ფრენებს 20 მაისიდან დაიწყებს, თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

კვირაში ამ მიმართულებით შვიდი ფრენა შედგება.

აქამდე სააგენტომ საქართველო-რუსეთს შორის რეისების განხორციელების ნებართვა რუსულ კომპანია „აზიმუტსაც“ მისცა. შეზღუდვა ორ ქვეყანას პირდაპირ ფრენებზე მოსკოვმა 10 მაისს გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი