ახალი ამბები

ავიაკომპანია „აზიმუტი“ რუსეთიდან 17 მაისიდან იფრენს

15 მაისი, 2023 • 1578
ავიაკომპანია „აზიმუტი“ რუსეთიდან 17 მაისიდან იფრენს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth Airlines) იწყებს.

როგორც სააგენტო აცხადებს, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია „აზიმუტი“ არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გასცა.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.

„აზიმუტი“ ავიარეისებს, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სტამბოლისა და თელ-ვივის მიმართულებით ახორციელებს.

ავიაკომპანია არ დაფრინავს ევროპის მიმართულებით. მის ბალანსზე რუსული წარმოების, 19 ერთეული სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია. მართალია, აღნიშნულ თვითმფრინავებს თავად რუსეთი აწარმოებს, მაგრამ ნაწილების დიდი უმრავლესობა დასავლური კომპანიებიდან არის იმპორტირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი