ახალი ამბები

„აზიმუტი“ მოსკოვიდან ქუთაისშიც იფრენს

11 ივნისი, 2024 •
„აზიმუტი“ მოსკოვიდან ქუთაისშიც იფრენს

მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

როგორც TACC წერს, „აზიმუტი“ ზაფხულის პერიოდში ფრენებს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ივლისში დაიწყებს. კერძოდ, საუბარია 2 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში. ფრენები კვირაში ორჯერ — სამშაბათსა და პარასკევს — შესრულდება.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ფრენა ვნუკოვის აეროპორტიდან 07:10 საათზეა დაგეგმილი, ქუთაისში კი საქართველოს დროით 11:45 საათზე ჩაფრინდება. რაც შეეხება ქუთაისიდან მოსკოვამდე გამგზავრებას, ფრენა 12:45 საათზეა დაგეგმილი და მოსკოვში 15:25 საათზე დაჯდება.

ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს ამ დროისთვის ორი ქალაქიდან, თბილისიდან და ბათუმიდან ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი