ახალი ამბები

პარლამენტთან რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღდეგ აქცია მიმდინარეობს

15 მაისი, 2023 • 1373
პარლამენტთან რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღდეგ აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს, მიმდინარეობს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის საწინააღმდეგო აქცია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ფრენების აღდგენა არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებსა და ევროინტეგრაციის მიზანს.

ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად იყვნენ მობილიზებულნი სამართალდამცავები.


მთავარ ფოტოზე აღბეჭდილი ბანერი წარწერით „საქართველოს მთავრობა, ტანგო ეცეკვე ბებიაშენს!“ მიუთითებს რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე.

2023 წლის დასაწყისში იგი საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, მაგრამ ხაზს უსვამდა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭიროა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი