ახალი ამბები

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში პირდაპირ ავიაგადაზიდვებს განიხილავს

17 მაისი, 2023 • 1329
„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში პირდაპირ ავიაგადაზიდვებს განიხილავს

„რუსეთის ფოსტა“ განიხილავს საქართველოში პირდაპირი ავიაგადაზიდვების შესაძლებლობას, უთხრეს კომპანიაში სამთავრობო მედია „რია ნოვოსტის“.

„რამდენიმე ავიაკომპანიის სტაბილური რეისის გამოჩენის შემდეგ, ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის [საქართველოში] პირდაპირი ავიაგადაზიდვის შესაძლებლობას“, – აცხადებენ „რუსეთის ფოსტაში“.

კომპანიის განმარტებით, ახლა ავიაფოსტას საქართველოში მესამე ქვეყნების გავლით აგზავნიან.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი