IRI-ის ახალი კვლევის ერთ-ერთი ქვეთავი ადგილობრივი მთავრობების, საკრებულოების და მერიების მუშაობის შეფასებას ეთმობა.
კვლევის თანახმად, საკრებულოების მუშაობით ყველაზე მეტად უკმაყოფილო არიან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო ყველაზე კმაყოფილები- იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
IRI-ის კვლევის მიხედვით, საკრებულოების მუშაობას რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად აფასებენ:
- თბილისი – კმაყოფილია 35%, არ არის კმაყოფილი 43%
- კახეთი – კმაყოფილია 45%, არ არის კმაყოფილი 39%
- შიდა ქართლი – კმაყოფილია 47%, არ არის კმაყოფილი 39%
- ქვემო ქართლი – კმაყოფილია 72%, არ არის კმაყოფილი 23%
- სამცხე-ჯავახეთი – კმაყოფილია 56%, არ არის კმაყოფილი 43%
- აჭარა – კმაყოფილია 69%, არ არის კმაყოფილი 27%
- გურია – კმაყოფილია 65%, არ არის კმაყოფილი 34%
- სამეგრელო – კმაყოფილია 59%, არ არის კმაყოფილი 40%
- იმერეთი – კმაყოფილი 72%, არ არის კმაყოფილი 23%
- მცხეთა-მთიანეთი – კმაყოფილია 32%, არ არის კმაყოფილი 59%.
IRI-ის კვლევაში ასევე შეფასებული მერიების მუშაობაც, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიის მუშაობით 34% კმაყოფილია, 47% არ არის კმაყოფილი. რეგიონების მიხედვით კი მერიების მუშაობას შემდეგნაირად აფასებენ:
- კახეთი – კმაყოფილია 52%, არ არის კმაყოფილი 46%
- შიდა ქართლი – კმაყოფილია 59%, არ არის კმაყოფილი 32%
- ქვემო ქართლი – კმაყოფილია 69%, არ არის კმაყოფილი 26 %
- სამცხე-ჯავახეთი – კმაყოფილია 55 %, არ არის კმაყოფილი 40 %
- აჭარა – კმაყოფილია 70%, არ არის კმაყოფილი 28%
- გურია – კმაყოფილია 63%, არ არის კმაყოფილი 37 %
- სამეგრელო – კმაყოფილია 63%, არ არის კმაყოფილი 36%
- იმერეთი – კმაყოფილი 62%, არ არის კმაყოფილი 27%
- მცხეთა-მთიანეთი – კმაყოფილია 39%, არ არის კმაყოფილი 50 %.