ახალი ამბები

გამოკითხულთა, ჯამში, 34% ყველაზე სანდო ტელევიზიად „იმედს“ მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

16 ნოემბერი, 2023 • 11653
გამოკითხულთა, ჯამში, 34% ყველაზე სანდო ტელევიზიად „იმედს“ მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა, ჯამში, 34% ყველაზე სანდო ტელევიზიად „იმედს“ მიიჩნევს.

მეორე ადგილზეა რუსთავი ორი, რომლის ჯამური მაჩვენებელიცაა – 26%; მესამეზე – „მთავარი“ – 19%, მეოთხეზე – „ტვ პირველი“ – 18%. ხუთეულს ხურავს „ფორმულა“, 10%-ით. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 7%-ს. სხვა არხებისდამი ჯამური ნდობა არ აღემატება 3%-ს. არცერთს არ ენდობა – 26%.

ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად საქართველოში რჩება „ფეისბუქი“ [გამოკითხვაში 78%-მა თქვა, რომ სოცქსელებს იყენებს]. „ინსტაგრამს“ იყენებს – 31%, „ტიკტოკს“ – 21%, ტელეგრამს – 6%. სხვა სოცქსელების გამოყენების მაჩვენებელი 4%-ს არ აღემატება. რესპონდენტებს შეეძლოთ რამდენიმე ვარიანტის დასახელება.

ამასთან ერთად, ახალგაზრდების [18-29წ.] ინფორმაციის ძირითადი წყარო არის სოციალური მედია [79%]. მეორე ადგილზეა ტელევიზია – 34%. რესპონდენტებს შეეძლოთ რამდენიმე ვარიანტის დასახელება.


კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს.  გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი