ახალი ამბები

სააპელაციომ დაუშვებლად ცნო გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

8 აპრილი, 2023 •
სააპელაციომ დაუშვებლად ცნო გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ „ტვ პირველს“ გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.

დაცვის მხარე ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

„სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ განცხადებით 48 საათში, აღკვეთი ღონისძიება როცა დასრულდა და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. გუშინ შევიტყვეთ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო. განჩინება გამოგზავნილია და  ჯერ ჩვენამდე არ არის მოსული, გავეცნობით და მერე გიპასუხებთ, რა საფუძვლებით დატოვა ძალაში პატიმრობა”, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს თმა, ასევე არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და არ დაარეკვინეს ადვოკატთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი