ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაზარე გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დააკავეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი 1 წლამდე ვადით ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პროსახელისუფლებო „იმედმა“, როგორც ექსკლუზივი, გაავრცელა. მათი ცნობით, გრიგორიადისი ბარის თანამშრომლებს დაემუქრა, რომ მათ მოკლავდა.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მას სასამართლომ 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ციხე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა.
