ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის დასახმარებლად 20 ათასი 4 საათში შეგროვდა

1 აპრილი, 2023 • 4964
ლაზარე გრიგორიადისის დასახმარებლად 20 ათასი 4 საათში შეგროვდა

ლაზარე გრიგორიადისისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად 4 საათში თითქმის 20 ათასი ლარი შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს.

ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან  “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

21 წლის კაცს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სალომე ბარკერის ინფორმაციით, ის ესაუბრა ლაზარეს ოჯახის წევრებს, რომლებმაც უთხრეს, რომ მხოლოდ მისი ადვოკატის მომსახურება რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება, შესაძლოა, იყოს სხვა ხარჯების აუცილებლობაც.

„თანხას მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს.

მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.
მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა. ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი თანხის ჩარიცხვით არ მთავრდება, ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანას აუცილებლად ერთად ავაშენებთ, ზუსტად ასე, როგორც დღეს მოვინდომეთ.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მე აქციაზე მივდივარ, იმედია იქაც გნახავთ ბევრს, ბაბუს რომ შევეხმიანები, გაგაგებინებთ ყველაფერს”, — წერს სალომე ბარკერი პირად ფეისბუკგვერდზე.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

  • TBC #GE78TB7112245061600015
  • BOG #GE20BG0000000389537900
  • Paypal paypal.me/salomebarker
  • მიმღები: სალომე ნიკოლეიშვილი
  • დანიშნულება: ლაზარესთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი