სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
