ახალი ამბები

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 1 მოქალაქე ემსხვერპლა – საგარეო

6 თებერვალი, 2023 • 2204
თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 1 მოქალაქე ემსხვერპლა – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ინფორმაცია სამინისტრომ მიაწოდა.

“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.

საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – ნათქვამი სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მიწისძვრას მხოლოდ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი ემსხვერპლა.მისივე თქმით, დაშავებულია 5 383 ადამიანი.

ერდოღანი დასძენს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, რამდენით გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი.


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი