დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ ცოტნე დადიანის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.

ისინი სკოლის ახალი შენობის დროულად დასრულებას ითხოვენ, რომლის მშენებლობაც დაწყებულია.

მე-10 სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა. ამ ხნის განმავლობაში მე-10 სკოლის მოსწავლეები დროებით სწავლბდნენ სხვადასხვა სკოლის შენობაში, ზოგჯერ კი – დისტანციურად.

დღევანდელ აქციაზე მისული იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი რეზი სოხაძე. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მე-10 საჯარო სკოლაში სწავლა 2027 წლის სექტემბრიდან განახლდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები ახალი სკოლის აშენების  მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი მსგავსი მოთხოვნით აქციებს გასულ წელსაც მართავდნენ.