ახალი ამბები

„ნამდვილი ევროპელი“ ჩანს – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ჯაფარიძეზე

13 დეკემბერი, 2022 • 886
„ნამდვილი ევროპელი“ ჩანს – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ჯაფარიძეზე

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ეხმიანება დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალიდან” ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

სწორედ აღნიშნული განცხადება გააზიარა ტვიტერის პირად გვერდზე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ვიქტორ ჯაფარიძეს სარკასტულად უწოდა „ნამდვილი ევროპელი“.

„მაინტერესებს, ევროკავშირის წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები თუ ხვდებიან ამ კაცს? ნამდვილი ევროპელი ჩანს“, – დაწერა ტვიტერზე ილვესმა.

 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალიდან”, დეპუტატი, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

ეს განცხადება ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათის შემდეგ გააკეთა, მისი ამსახველი კადრები კი “ფორმულამ” გაავრცელა.

„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი – სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში. [ამას] ვისაც გინდა, იმას ვეტყვი,“ – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი