ახალი ამბები

არ მეცოდება, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან – ჯაფარიძე სააკაშვილზე

14 დეკემბერი, 2022 •
არ მეცოდება, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან – ჯაფარიძე სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“ ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ნათქვამი თავის სიტყვები უკან არ მიაქვს.

13 დეკემბერს ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

„მიშა სააკაშვილს შეიძლება ვაპატიო, მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს… იმის მაგივრად, რომ ყოველდღე ბოდიშები ეხადა ამ ქვეყნისთვის, რომელიც გააუბედურა, ჩამოვიდა კონტეინერით, რომ რევოლუცია და უბედურება მოუწყოს ქვეყანას. 300 ათასი კაცი პატიმარი ჰყავდა… არ მეცოდება, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, ნუ წაიღეთ ტვინი ამ მიშათი, დაანებეთ ამ ქვეყანას ცხოვრება, შეეშვით ამ ხალხს, საკმარისია. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საპყრობილეში, რა მოგივიდათ?! ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ?! მე მრცხვენია, გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს, სხვებმაც მოიხადეს სასჯელი, ვინ ტიროდა ასე, „ვაიმე, დედიკო, მიშველე“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძე.

კითხვაზე, იქნება მისთვის სასიხარულო მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება?- ჯაფარიძე პასუხობს:

„ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს, მაგრამ არ მეცოდება და რა ვქნა? ჩემი ნება ხომ არის, მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

განმეორებით კითხვაზე, გაუხარდება თუ არა სააკაშვილის სიკვდილი, ჯაფარიძე პასუხობს:

„არ მეწყინება, ყოველ შემთხვევაში. მიშა ამ წუთში პრეზიდენტი კი არა, სისხლის სამართლის დამნაშავეა და ბევრი სისხლი უსვია ხელებზე“,-განაცხადა ჯაფარიძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალიდან”, დეპუტატი, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

ეს განცხადება ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათის შემდეგ გააკეთა, მისი ამსახველი კადრები კი “ფორმულამ” გაავრცელა.

„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი – სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში. [ამას] ვისაც გინდა, იმას ვეტყვი,“ – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი