ახალი ამბები

“ნაძირალა არაკაცი ხარ” — წითლიძე ჯაფარიძეს

13 დეკემბერი, 2022 • 1108
“ნაძირალა არაკაცი ხარ” — წითლიძე ჯაფარიძეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ანი წითლიძემ “მონა” და “არაკაცი” უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს “ხალხის ძალიდან” ვიქტორ ჯაფარიძეს.

პარლამენტის დერეფანში 13 დეკემბერს მომხდარ ამ შელაპარაკებამდე ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

“როგორი მონაც იყავი, ისეთ მონად დარჩი… შენ როგორ ბედავ, რომ საერთოდ ხმა ამოიღო პრეზიდენტზე. როგორ ბედავ, შე რუსების მონა… ნაძირალა არაკაცი ხარ”, — მიმართა წითლიძემ ჯაფარიძეს.

საპასუხოდ, ჯაფარიძემ წითლიძეზე თქვა, რომ ის “სააკაშვილის სახეა”.

“შენნაირებს არ ველაპარაკები… არაკაცები სახლში მოიკითხე”, — ეუბნებოდა ის ანი წითლიძეს.

ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ სააკაშვილი არ აინტერესებს.

“ავად არის? იყოს ავად… მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. არ მეცოდება, მეტი როგორ გითხრათ?”

“ნუ წაიღეთ ტვინი არ მიშათი რა. დაანებეთ ამ ქვეყანას ცხოვრება. შეეშვით ამ ხალხს”, — აღნიშნავდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ვიქტორ ჯაფარიძე ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს, „ხალხის ძალას“ შეუერთდა და ტელევიზია POSTV-ის საკონტროლო პაკეტი, 52% შეისყიდა [520 000 ლარად].

მასალების გადაბეჭდვის წესი