საზოგადოება

ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა

22 მარტი, 2023 • 4042
ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავდაცვის კოდექსს განიხილავენ, ვითარება თავდაპირველად ტარიელ ნაკაიძესა და სოზარ სუბარს შორის დაიძაბა.

ტარიელ ნაკაიძის მიმართულებით მიკროფონი ისროლა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მგალობლიშვილმა. იგი მონაწილეობდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მომხდარ ინციდენტშიც, როდესაც ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

ვიქტორ ჯაფარიძე არის თანაავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებისა, რომელთა უკან გაწვევაც მოუწია საპარლამენტო უმრავლესობას მასობრივი პროტესტის შემდეგ. ვიქტორ ჯაფარიძე არის ტელეკომპანია „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

„პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 520 000 ლარად იყიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი