ახალი ამბები

ვგმობთ საპატრიარქოს კოლაბორაციონისტულ საქმიანობას — „ევროპული საქართველო“

23 ნოემბერი, 2022 • 734
ვგმობთ საპატრიარქოს კოლაბორაციონისტულ საქმიანობას — „ევროპული საქართველო“

„ევროპული საქართველო“ გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა „კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ“.

„ჩვენ ვაღიარებთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულიად გაუმართლებელი“, — ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

პარტია მოუწოდებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდი ხნის დაგვიანებით მაინც გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით.

„ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია ყველა, მათ შორის რელიგიურ შეკრებაზე, სადაც არ ხდება პუტინის და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მკაფიო შეფასება და, მით უმეტეს, ხდება მათი პირდაპირი თუ ირიბი გამართლება“, — ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა და რუსეთსა და უკრაინას შორის „სამართლიანობისა და მშვიდობის აღდგენა“ უსურვა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, რაც უკრაინაში ხდება და მანამდე საქართველომაც გაიარა, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის ურთიერთობის გაწყვეტის „საკმარისი საფუძველი არ არის“.

გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის – ილია II კირილს

მიტროპოლიტი საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის ურთიერთობების გაწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს

მასალების გადაბეჭდვის წესი