ახალი ამბები

გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის – ილია II კირილს

22 ნოემბერი, 2022 • 926
გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის – ილია II კირილს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქი კირილს დაბადების დღეს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას.
ჩვენ ასევე გვინდა გისურვოთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი სამწყსო!“, – ნათქვამია პატრიარქ ილია მეორის მისალოც წერილში.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქო არაერთგზის იქცა კრიტიკის ობიექტად.  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ „ცოდვებისგან განიწმინდება ის, ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება“. მან ასევე თქვა, რომ „რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს“ და ა.შ. რუსეთის აგრესიის გამართლების გამო რუსეთის ეკლესიის ლიდერებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინელი მღვდლებიც კი დაუპირისპირდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი