Irakli Kobakhidze, photo: Bloomberg

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა დამატებითი ინიციატივას იჩენს, ვინაიდან, კობახიძის თქმით, მიმდინარე ტემპით ყველა დევნილის ბინით უზრუნველყოფას კიდევ სულ მცირე 10 წელი დაჭირდება.

“შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი დასაკმაყოფილებელი რჩება. პროცესების დასაჩქარებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ ნებაყოფლობითი ფულადი კომპენსაციები”.

როგორც კობახიძე ამბობს, ამჟამად საუბარია 10 ათასი ლარის გაცემაზე დევნილთა ოჯახის თითოეულ წევრზე. აქვე ის იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ინიციატივით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს.

კობახიძის თქმით, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წელს უკვე 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.