ახალი ამბებიხელოვნება

11 ნოემბერს გაიხსნება ანდრო დადიანის პირველი სოლო გამოფენა

11 ნოემბერი, 2022 • 1108
11 ნოემბერს გაიხსნება ანდრო დადიანის პირველი სოლო გამოფენა

11 ნოემბერს, 19:00 საათზე,  საგამოფენო სივრცეში „Fungus Gallery” გაიხსნება ანდრო დადიანის პირველი სოლო გამოფენა.

ანდრო დადიანის უსახელო გამოფენა დაფუძნებული იქნება პირად შეგრძნებებსა და დანაკარგებზე – „ამ გამოფენას არც სახელი აქვს და არც კონცეფცია, ერთი მხრივ, მინდოდა, სიტყების (როგორც შინაარსების დამსათაურებელი კოდების) გაჩუმება გამომეხატა უსათაურობით, მეორე მხრივ კი, იმ ადამიანის წასვლა, რომელიც სათაურების მოფიქრებაში მეხმარებოდა ხოლმე”, – წერს ხელოვანი პირად ფეისბუქ გვერდზე.

„ანდრო დადიანის უსათაურო გამოფენა სიყვარულთან გამომშვიდობების აქტია, რომელიც საკრალური რიტუალის ძალადობრივ შეწყვეტას მოგვაგონებს. გამოფენის უსათაურობა ავტორის უსიტყვო, გამშრალ, უიმედო სულიერ მდგომარეობას გამოხატავს.

გამოფენის ლირიკულ გმირს, აკრძალულ, ჩამორთმეულ სიყვარულს, უიმედობასა და უღმერთობაში თავიდან უწევს ისწავლოს ცხოვრება და გაუვალ სიბნელეში გზა გაიკვლიოს ბრაილის შრიფტითა და უსახური ხმებით”, – წერია გამოფენის აღწერაში.

ანდრო დადიანი  პოეტი და მულტიმედია ხელოვანია.   ხელოვანი იყენებს ფსევდონიმსა და ნიღაბს, რათა შეინარჩუნოს არტისტული გამოხატვის თავისუფლება და ყოველდღიურ ცხოვრებაში უსაფრთხოება.
მისი ტექსტები და ნამუშევრები ეხება საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემებს როგორც კულტურულ, ისე პოლიტიკურ შრეზე.

გამოფენა გაგრძელდება ერთი თვის მანძილზე. გალერეა მდებარეობს ი. კარგარეთელის 2 ნომერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.