ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

25 იანვარი, 2024 • 1119
ბაქოში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ცენტრში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ლადო გუდიაშვილის ფონდის მხარდაჭერით, ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოფენაზე გუდიაშვილის მიერ პარიზის პერიოდიდან მისი ცხოვრების ბოლომდე შექმნილი ნამუშევრებია წარდგენილი. მათ შორის გამოფენილია მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები.

ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა აზერბაიჯანში პირველად იმართება. გამოფენა 24 აპრილამდე გაგრძელდება.

ფოტო: trend.az

ფოტო: trend.az

ფოტო: trend.az

ფოტო: trend.az

მასალების გადაბეჭდვის წესი