ახალი ამბები

ჩვენ ისედაც მობილიზებულები ვართ – ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

21 სექტემბერი, 2022 • 798
ჩვენ ისედაც მობილიზებულები ვართ – ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივანი ალექსანდრ ვოლფოვიჩი აცხადებს, რომ ბელარუსს დამატებითი მობილიზაცია არ სჭირდება, რადგან ისედაც მობილიზებულია.

მას შემდეგ, რაც დღეს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, ბელარუსშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქვეყანამ იგივე გადაწყვეტილება მიიღოს.

„მობილიზაცია – ეს ჩვენზე არ არის, ბელარუსის ხალხი და ქვეყანა ისედაც მობილიზებულია. და მზად ვართ, რა თქმა უნდა .. ღმერთმა არ ქნას.. მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ ძალებს საშუალებებით, რომელიც ამისთვისაა განკუთვნილი“, – ამბობს ვოლფოვიჩი, მის სიტყვებს კი ბელარუსული Belta ავრცელებს.


21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი