რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეტაკებების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
მანამდე სომხეთმა დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღკვეთონ დავდასხმა რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოზე.
სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხურ ქალაქებს, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
„სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მიმართვა არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციის ფარგლებში დახმარების შესახებ.
ჩვენ ველით, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მოსკოვის დროით 9:00 საათიდან ამოქმედდა, სრულად დაცული იქნება.
როგორც წარსულში, ჩვენ ამოვდივარ იმ წინაპირობიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს – ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეტაკებების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 49 სომეხი ჯარისკაცი.
აზერბაიჯანული მხარის თანახმად, შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის დაკავება.
სომხეთმა რუსეთს დახმარების თხოვნით წარსულში, ყარაბაღის მეორე ომის დროსაც მიმართა, თუმცა მოსკოვის პოზიცია მაშინაც ნეიტრალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული, სამხედრო მოკავშირეები არიან.