ახალი ამბები

კანადაში 30 000 წლის „მუმიფიცირებული“ მამონტი აღმოაჩინეს

26 ივნისი, 2022 • 1641
კანადაში 30 000 წლის „მუმიფიცირებული“ მამონტი აღმოაჩინეს

ჩრდილო-დასავლეთ კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, 30 000 წელიწადზე მეტი ხნის, ბეწვიანი მამონტის გაყინული ნაშიერი აღმოაჩინეს.

იუკონის ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მამონტი კლონდაიკის რეგიონში აღმოაჩინეს ოქროს მომპოვებლებმა. ეს ტერიტორია მკვიდრ მოსახლეობას [ინგლისური დასახელება – Trʼondëk Hwëchʼin] ეკუთვნის.

ახლადნაპოვნ მამონტს უკვე შეურჩიეს სახელი: ნუნ ჩო გა. ნუნ ჩო გა, – რომელიც მდედრი მამონტი აღმოჩნდა, – არის „ყველაზე სრულყოფილი მუმიფიცირებული მამონტი ნაპოვნი ჩრდილოეთ ამერიკაში“.

იუკონელი გეოლოგები ამბობენ, რომ ნუნ გო ჩა დიდი გამყინვარების ეპოქაში გაიყინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი