ახალი ამბები

კანადამ თინა კანდელაკს და „პროპაგანდის აგენტებს“ სანქციები დაუწესა

18 ოქტომბერი, 2022 • 1347
კანადამ თინა კანდელაკს და „პროპაგანდის აგენტებს“ სანქციები დაუწესა

კანადის მთავრობამ უკრაინაში ომზე რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებისათვის 34 ადამიანს და ტელეარხ „ზვეზდას“ სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ პირთა შორის არის კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი,

კანადის მთავრობის ეს გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს გამოაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ და თქვა, რომ სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ „პროპაგანდის აგენტები“.

კანდელაკის გარდა, სანქციები შეეხება მსახიობ ვლადიმირ მაშკოვს,  გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მთავარ რედაქტორს, პაველ გუსევს, რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, კირილ კლეიმიონოვს და სხვებს.

კანადური მედიის ცნობით, ჯამში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კანადას 1400-ზე მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ჰყავს სანქცირებული.


გარეკანის ფოტოზე: კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და თინა კანდელაკი

მასალების გადაბეჭდვის წესი