ახალი ამბები

სი ძინპინმა ჯასტინ ტრუდოს საუბრის შინაარსის გათქმისთვის უსაყვედურა

16 ნოემბერი, 2022 • 895
სი ძინპინმა ჯასტინ ტრუდოს საუბრის შინაარსის გათქმისთვის უსაყვედურა

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ დრუდოს კამერების წინ უსაყვედურა ორმხრივი საუბრის შინაარსის გათქმისთვის.

შემთხვევა ინდონეზიაში, G20-ის სამიტის მიმდინარეობისას მოხდა.

საუბრისას, რომელშიც თარჯიმანი მონაწილეობდა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ლიდერებს შორის გამართული წინა საუბრის დეტალები მედიაში გავრცელდა და ეს მისთვის მიუღებელია.

მისივე განცხადებით, „ის ასე არ მუშაობს“.

საუბარი ეხება ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ საუბარს, რა დროსაც ტრუდომ გამოხატა შეშფოთება, რომ ჩინეთი ერეოდა კანადაში გამართულ არჩევნებში.

ცნობა ამგვარი საუბრის შესახებ მალევე გავრცელდა მედიაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ ინფორმაციის წყარო კანადის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.

კანადისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დაძაბულობებითა და დათბობებით ხასიათდება. პეკინს ოტავაში პერიოდულად ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხო ქვეყნებში არჩევნებში ჩარევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი