ახალი ამბები

კიკნაძე ლაბორნატის პოზიციიდანაც მოხსნეს და მუზუემიდან გაათავისუფლეს

31 იანვარი, 2022 • 1123
კიკნაძე ლაბორნატის პოზიციიდანაც მოხსნეს და მუზუემიდან გაათავისუფლეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი, ეკა კიკნაძე მუზეუმიდან საერთოდ გაათავისუფლეს. მას დღეს ანაზღაურების ნახევარი — 165 ლარი ჩაერიცხა.

„ამასობაში, წულუკიანის ადმინისტრაციამ, ლაბორანტადაც აღარ გვინდიხარო.  თურმე, ორ კვირაზე მეტია, გათავისუფლებული ვარ სხვა თანამშრომლებთან ერთად.

თუმცა, არც შეტყობინებით შეუწუხებიათ თავი, არც ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნით. პირდაპირ ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვით გამაგებინეს“, – წერს კიკნაძე.

კიკნაძე მანამდე, წლების განმავლობაში იყო მუზეუმის ხელმძღვანელი, თუმცა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 30 ივლისს კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ფეისბუკზე, ჩამოაქვეითეს.

კითხვებზე საპასუხოდ კულტურის სამინისტრომ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაციის შესახებ განცხადება უკვე გამოაქვეყნეს. ინდივიდუალურად სახელსა და გვარებზე კი არ დაკონკრეტდებიან.


კულტურის სამინისტროდან უკვე თვეებია, რაც თანამშრომლებს ათავისუფლებენ. გათავისუფლებები შეეხო როგორც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ამ უკანასკნელში საერთოდ გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

რაც შეეხება ხელოვნების მუზეუმს – ამ დაწესებულებიდან სხვა თანამშრომლებთან ერთად გაათავისუფლეს ასევე არაერთი კურატორი. სამინისტრო ამ ყველაფერს რეორგანიზაციას უკავშირებს და ამბობს, რომ მუზეუმში ინვენტარიზაციის შემდეგ მასალები გამოძიებას გადაეცემა.

ნახეთ ასევე ამ საკითხებზე:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი