ირაკლი კობახიძე ევროკავშირს ამჯერად მუსიკალურ ჯგუფ „გამოუვალი მდგობარეობის“ ღონისძიებაზე მიწვევის გამო აკრიტიკებს.

დღეს, 10 ოქტომბერს, ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ თელავში ევროპის დღეს კონცერტს გამართავს.

„ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ მათდამი კრიტიკულად განწყობილ არტისტებთან თანამშრომლობის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს. მაგალითად, სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა.