საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი აზარტული თამაშების შესახებ, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.
ცვლილებების ნაწილი, – კერძოდ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, – 2022 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა კრიტიკის შემდეგ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადავადდა.
ცვლილებების მიხედვით:
- სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
- სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
- ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.
ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:
- ვინ და როგორ დაისჯება აზარტული თამაშების რეგულაციების დარღვევისთვის – კანონპროექტი
- აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა მატჩების ტრანსლირებას ნაწილობრივ შეეხება
- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია: ვინ ვეღარ ითამაშებს კაზინოში