„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის შვილს – ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს. ტელევიზიის ინფორმაციით, გასულ შაბათს, 7 ნოემბერს, თბილისში ნოდარ მაჭარაშვილი მწერალ ერეკლე დეისაძის საღამოზე თავს დაესხა კონოპროდიუსერს და დაზიანებები მიაყენა.
„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყებას სხვა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2024 წელს ქეთევან დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა მწერალ ტორესა მოსის. შემთხვევა მწერალთა სახლის შენობაში მოხდა.
