ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ასაკობრივი პენსია საკმაოდ დიდი მოცულობით და შთამბეჭდავი ტემპით იზრდება. მან ამის შესახებ განცხადება ტვ იმედის ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჩართივსას გააკეთა.
მიხეილ სარჯველაძემ 70 წლამდე ასაკის პირთა პენსიის 20-ის ნაცვლად 45 ლარით ჰაზრდა მაღალ ეკონომიკურ ზრდას დაუკავშირა. მანვე ხელისუფლების პოლიტიკა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის უკეთესი შესაძლებლობები ჩნდება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს განსახილველად 30 სექტემბერს გადაეცა, 70 წლამდე პირთა ასაკობრივი პენსია 20 ლარით, 370-დან 390 ლარამდე ეზრდებოდათ. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა მომატებული თანხის სიმცირის გამო. 12 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 70 წლამდე პირთა პენსია 20-ის ნაცვლად, 45 ლარით, 415 ლარამდე გაიზრდებოდა. 70 წლისა და უფროსი ასაკის პირებს ცვლილება არ შეხებიათ, მათი პენსია 60 ლარით, 495-დან 555 ლარამდე იზრდება.
პენსიის ზრდაზე კომენტარი, პარლამენტარმა პაატა კვიჟინაძემაც გააკეთა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატის ხელფასი 1080 ლარით გაიზარდა, ეს ბიუჯეტს ₾1.3 მლნ ლარი დაუჯდება, პენსიის ყოველი 1 ლარით მატება კი – ₾11 მლნ.
