მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ეხმაურება მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს.

„ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)“, – წერს ეპისკოპოსი გიორგი.

იგავის ინტერპრეტაციაა, ნუ ამხელ დამცინავსა და უზნეოს, რათა არ შეგიძულოს, ამხილე ბრძენი და ის შეგიყვარებს.

დღესვე მიტროპოლიტი იობის ქადაგებას გამოეხმაურა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც ხელისუფლებას ერის წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა.

„ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშე“, – წერს ის.

10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

ამ კრიტიკულ ქადაგებას გამოხმაურებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“: