ახალი ამბები

საქართველოს მომდევნო კვირაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

13 ოქტომბერი, 2021 • 2305
საქართველოს მომდევნო კვირაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მოქმედი მდივანი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს დროით დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში ვიზიტი ოსტინის ევროპული ტურნეს ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარდა, შავი ზღვის კიდევ ორ ქვეყანას, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.

საქართველოში ლოიდ ოსტინის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ბრიუსელის მინისტერიალი კი 21-22 ოქტომბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი