ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა

6 მაისი, 2021 • 973
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

კეივში ვიზიტის შესახებ ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა და აღნიშნა, რომ მისი ჩასვლის მიზანი უკრაინასა და აშშ-ს შორის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებაა. ამასთან, ბლიკენის თქმით, მისი ვიზიტი  რუსული აგრესიის საპასუხოდაც მნიშვნელოვანი იქნება.

“ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელოთ მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ასევე,  ყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე “, – დაწერა ბლინკენმა.

როგორც გამოცემა Unian წერს, ბლინკენი შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. შეხვედრაზე იმსჯელებენ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის შესახებ.

ბლინკენი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სხვა მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი