ახალი ამბები

“უხერხულობა შეიძლება, ყველა გადაწყვეტილებას ახლდეს” — გაბუნია სააღდგომოდ “კომენდატის” შემსუბუქებაზე

26 აპრილი, 2021 •
“უხერხულობა შეიძლება, ყველა გადაწყვეტილებას ახლდეს” — გაბუნია სააღდგომოდ “კომენდატის” შემსუბუქებაზე

“ნებისმიერი გადაყვეტილება განმარტებული და დასაბუთებულია როგორც ეპიდემიური მდგომარეობით, ასევე, საზოგადოების მოლოდინიდან გამომდინარე”, — ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კითხვას იმის შესახებ, გარკვეულ უხერხულობას ხომ არ ქმნის მთავრობის მიერ აღდგომის დღესასწაულზე დაწესებული შეღავათები მაშინ, როდესაც რელიგიური უმცირესობების იგივ თხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.

“გარკვეული უხერხულობა ყველა გადაწყვეტილებას შეიძლება ახლდეს თან, ჩვენთვის მთავარი მაინც არის ძირითადი ეპიდემიოლოგიური, სოციალური აქტივობების დაბალანსებული მიმდინარეობა, რაც შეიძლება გავაკეთოთ ამ სიტუაციაში”, — განაცხადა გაბუნიამ.

წელს, 6 იანვარს, მართლმადიდებლებისთვის საშობაოდ, კოვიდის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილი იყო, ხოლო არადომინანტური კონფესიების წარმომადგენლებს მთავრობამ მრევლის სიის მიწოდება და შეზღუდვების დროს სადღესასწაულო რიტუალებზე დასასწრებად მათთვის ერთჯერადი საშვის დაშვება შესთავაზა. კათოლიკურმა ეკლესიამ მთავრობის წინადადებაზე უარი თქვა და საშობაო ღამისთევა 21:00 საათამდე დაასრულა.

მთავრობამ უარი უთხრა აზერბაიჯანელ თემს “კომენდანტის საათის” გაუქმებაზე ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი