ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე გათავისუფლდა, I მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა

12 მარტი, 2024 • 1036
ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე გათავისუფლდა, I მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა.

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ კი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ვინ იქნებიან მიხეილ სარჯველაძის სხვა მოადგილეები, ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. ამ პოსტზე მან ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. ზურაბ აზარაშვილის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. მიხეილ სარჯველაძემ წინამორბედის მოადგილეთაგან ხელახლა მხოლოდ თამარ გაბუნია დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი