ახალი ამბები

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება დაამტკიცა

30 ნოემბერი, 2023 • 668
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო.

ახალი კანონი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციურ მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იშვიათი დაავადებების მიმართულებით“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი