ახალი ამბები

შობა კათოლიკურ ტაძარში – არათანაბარ პირობებში

25 დეკემბერი, 2020 • 1274
შობა კათოლიკურ ტაძარში – არათანაბარ პირობებში

არამართლმადიდებელ ქრისტიანებს წელს შობის აღნიშვნა უთანასწორო პირობებში მოუწიათ.

მართლმადიდებლებისთვის 6 იანვარს, საშობაოდ, კოვიდის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია.

24-25 დეკემბერს, როცა კათოლიკეები, ლუთერანები და სხვები აღნიშნავენ შობას, შეზღუდვა ჯერ კიდევ ძალაშია.

„თქვენი გადაწყვეტილებანი შეიცავს აშკარა დისკრიმინაციას“, – მიმართა კათოლიკეთა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მთავრობას.

შეზღუდვების გამო გულდაწყვეტილი დარჩა კათოლიკეთა მრევლის ნაწილიც.

ნახეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი:

ვრცლად:

კათოლიკე ეკლესია მთავრობის შეთავაზებაზე უარს ამბობს და საშობაო ღამისთევას 21:00 საათამდე დაასრულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი