ახალი ამბები

მთავრობა ერთი დღით, ნოვრუზისთვის, “კომენდანტის საათს” არ გააუქმებს

18 მარტი, 2021 • 794
მთავრობა ერთი დღით, ნოვრუზისთვის, “კომენდანტის საათს” არ გააუქმებს

მთავრობამ აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე “კომენდანტის საათის” გაუქმებაზე უარი უთხრა. საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს არ შეეხება კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებს.

“საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღწესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე ხალმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო წერილით მიმართეს და სთხოვეს, ერთი დღით, 21 მარტს, — როდესაც ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება, — „კომენდანტის საათი“ (ფორმალურად გადაადგილების შეზღუდვა) გაუქმდეს.

იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება

აზერბაიჯანული თემი ნოვრუზისთვის „კომენდანტის საათის“ გაუქმებას სთხოვს მთავრობას

მასალების გადაბეჭდვის წესი