აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელთა უფროსი წევრი სენატორი რონ ჯონსონი განცხადებას ავრცელებენ.
ღია წერილში ორივე სენატორი ამბობს, რომ მოხარულია „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით. თუმცა, ამასთანავემ დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლას და მოხარულები ვართ, რომ ექვსი თვის შემდეგ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად
საქართველოს პოლიტიკურს მომავალს არა მხოლოდ დიდი ზეგავლენა აქვს მის მოქალაქეებზე, რომლებიც ახლა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს უმკლავდებიან პოლიტიკურ არასტაბილურობასთან და ეკონომიკურ, სირთულეებთან ერთად, არამედ,ის არის მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობის საზომი“, — აცხადებენ სენატორები.
The U.S. stands w/ Georgia in its promise for democracy. @SenRonJohnson & I applaud Georgian lawmakers on reaching an agreement to end their political impasse for the sake of the Georgian people. This is a bipartisan priority in Congress. Our joint statement on the compromise: pic.twitter.com/9X43DBHtvi
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) April 20, 2021
წერილში ასევე ნათქვამია, რომ გუშინდელი შეთანხმება სრულფასოვნი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ჩვენ მოვწუოდებთ ყველა მხარეს გაერთიანებისკენ, რათა შეთანხმება სრული ფორმით შესრულდეს. ეს, თავის მხრივ, ითვალისწინებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, სამომავლოდ პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასარიდებლად.
ჩვენ გამოვთქვამთ მზადობას, რომ დავეხმაროთ საქართველოსა და მის ხალხს ისეთი ქვეყნის აშენებაში, რომელიც მოქალაქეების სამსახურში დგას და უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას“, — ნათქვამია წერილში.
გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. შეთანხმების ტექსტს ამ დროისთვის პარტიებიდან ხელი არ მოუწერიათ “ერთიან ნაციონალური მოძრაობსა” და “ევროპულ საქართველოს”.
თუმცა, ამავე პარტიიდან რამდენიმე წევრმა შეთანხმებას ინდივიდუალურად ხელი მოაწერა.