ახალი ამბები

კარგი იქნება, თუ ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს – წულუკიანი

16 აპრილი, 2021 • 1238
კარგი იქნება, თუ ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს – წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კარგი იქნება, თუ მსახიობი ბესო ზანგური დღესვე დატოვებს რუსთაველის თეატრს.

დღეს ჟურნალისტებთან წულუკიანმა ასევე მოუწოდა ნინუცა მაყაშვილსაც, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან – „თუნდაც ის ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული,“.

„ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს, და კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს. იმიტომ, რომ მე მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, – აცხადებს წულუკიანი.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რადენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  თანაცხოვრების დროს მასზე სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.

მაყაშვილს მანამდე საჯაროდ გამოუცხადეს სოლიდარობა  რუსთაველის თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა თამთა ინაშვილმა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, ანა სანაიამ და სხვებმა.

თავად ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს, ნინუცა მაყაშვილმა კი საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი ყოფილი ქმრის დაკავება არ არის.

ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს, მსახიობი უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი